შინაარსზე გადასვლა

Overwatch

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
OVerwatch-ის ლოგო

ოვერვოჩი (ინგლ. Overwatch, აგრეთვე ცნობილი როგორც Overwatch 1) — Blizzard Entertainment-ის მიერ შექმნილი მრავალმოთამაშიანი პირველი პირის შუტერი ვიდეო თამაშია, რომელიც გამოვიდა 2016 წელს. თამაში თავდაპირველად გამოშვებული იყო PlayStation 4-ის, Windows-ის და Xbox One-ის პლატფორმებზე 2016 წლის მაისში, ხოლო Nintendo Switch-ის ვერსია დაემატა 2019 წლის ოქტომბერში. ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იყო ჯვარედინი თამაში (cross-platform play). 2022 წლის 3 ოქტომბერს თამაშის სერვერები გამორთეს, Overwatch 2-ის ბეტა-ვერსიის გასაშვებად.

ოვერვოჩი შეიქმნა Blizzard-ის მიერ მას შემდეგ, რაც 2014 წელს გაუქმდა მათი MMO პროექტი Titan. გუნდის ნაწილმა შთააგონება მიიღო Team Fortress 2-ისა და MOBA ჟანრის თამაშების პოპულარობიდან, რაც გადაიზარდა გმირებზე დაფუძნებულ შუტერში გუნდური თამაშის აქცენტით. პირველად თამაში წარდგა 2014 წლის BlizzCon-ზე, ხოლო 2015-2016 წლებში ჩატარდა კლოუზ-ბეტა და ღია ბეტა-ტესტირება, სადაც მონაწილეობა მიიღო 10 მილიონამდე მოთამაშემ.

კრიტიკოსებმა შეაქეს თამაშის ხელმისაწვდომი გეიმპლეი, გმირების მრავალფეროვნება, ვიზუალური სტილი და დინამიური მულტიპლეიერი. კომერციულად თამაშმა პირველივე წელს 1 მილიარდი აშშ დოლარის ზღვარს გადააჭარბა, ხოლო 3 წელში მოთამაშეთა რაოდენობამ 50 მილიონს მიაღწია. იგი აღიარებული იყო როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში და მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის The Game Awards 2016-ის "წლის თამაში". Blizzard-მა დააარსა Overwatch League (OWL), პროფესიონალური კიბერსპორტის ლიგა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გაიმართა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Overwatch&oldid=4752595“-დან